საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა და ოთხთვიანი მუშაობა შეაჯამა. მისი თქმით, კომისიის მიერ წინასწარ დასახულ მიზნებს კენჭისყრაზე გამოტანილი დოკუმენტი სრულად პასუხობს. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. კომისიაში შემავალმა ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კონსტიტუციის ახალ მოდელს ბოიკოტი გამოუცხადა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნება- კონსერვატორების წევრი, ზვიად ძიძიგური, აცხადებს, რომ ქვეყანას სამთავრობო კრიზისების ფუფუნება არა აქვს.პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი სალომე ზურაბიშვილი კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინაშე ალტერნატიული ვარიანტების დაყენებას გეგმავს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს დღეს უყრიან კენჭს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში იმართება.