სამი თანათავმჯდომარის არსებობა კომისიაში თუ ნებისმიერ ორგანოში შეუძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტი პარლამენტს ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.