2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 739 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება.მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 422 მილიონ 400 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 118 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარის ექსპორტი, იმპორტის მოცულობამ კი 304 მილიონ 200 ათას დოლარს მიაღწია.რაც შეეხება დსთ-ის (დესეთე) ქვეყნებს, საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 627 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 254 მილიონ 800 ათასი დოლარი, იმპორტი კი 372 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო.