2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 678 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 მილიარდ 605 მილიონ 500 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი 6 მილიარდ 72 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 მილიარდ 467 მილიონ 400 ათასი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40 პროცენტი შეადგინა.