2019 წლის იანვარ-მაისში წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 959 მილიონ 400 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი მილიარდ 466 მილიონ 700 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი 3 მილიარდ 492 მილიონ 800 ათასი დოლარი იყო.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდ 26 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა და 938 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.