2018 წლის პირველი იანვრიდან საქონელს, რომელიც საყურე ნიშნებით იდენტიფიცირებული არ იქნება, საქართველოში არსებულ ვერცერთ სასაკლაოში ვეღარ დაკლავენ. აღნიშნულს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალი სისტემა გულისხმობს, რომელზეც საქართველო 2017 წლიდან ეტაპობრივად გადადის. მომდევნო 5 წლის მანძილზე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ავსტრიის განვითარების სააგენტო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამას ჯამში 5 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის აში აცხადებენ, ახალი რეგულაციის მიზანია, ერთი მხრივ, ცხოველთა მიკვლევადობის გაუმჯობესება და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ხარისხის გაზრდა, ხოლო მეორე მხრივ, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკის მინიმუმადე დაყვანა.