საკომუნიკაციო საშუალებებს შორის ტელეფონი გამორჩეულად ძვირფასი გახდა ადამიანისთვის, ურომლისოდაც არსებობა დღეს წარმოუდგენელია. ამ მოწყობილობამ ფორმა მის ტექნიკურ გაუმჯობესებასთან ერთად შეიცვალა და დღესდღეობით სმარტფონების სახით არსებობს. მანამდე სანამ ტელეფონის სახელწოდების ქვეშ არსებული ნივთი გამოჩნდებოდა - საუკუნეების განმავლობაში გამომგონებლები ავითარებდნენ დამხმარე საშუალებებს, რაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას მოახერხებდა. ტერმინი ბერძნული სიტყვების ნაკრებია tēle და phōnē რაც ერთობლიობაში ზუსტი თარგმანით შორეულ ხმას ნიშნავს. მანამდე კი მე-19 საუკუნის 40 -იანი წლებიდან აღმოჩენამ-აღმოჩენაზე სხვადასხვა სახის მოწყობილობები დააგროვა , რამაც საბოლოოდ ამ ჯადოსნურ ყუთამდე მოგვიყვანა.
ერთ-ერთი პირველი დოკუმენტირებული ფაქტი 1844 წელს ინოჩენცო მანზეტის მიერ Innocenzo Manzetti წამოყენებული იდეა იყო "მოსაუბრე ტელეგრაფის" ან იგივე ტელეფონის შესახებ, რომელსაც ხმის გადაცემა შეეძლო. მოწყობილობა ერთი შეხწედვით პრიმიტიული ჩანს თუმცა იმ დროისათვის არნახული წარმატება იყო.
ალექსანდრე გრეჰემ ბელი - შოტლანდიელი რიტორიკოსი, მუსიკის მასწავლებელი - საკუთარი საქმის პარალელურად დიდი ინტერესით მუშაობდა სხვადასხვა მოწყობილობებზეც, რაც მისი ოჯახის წევრების სმენის შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაუმჯობესების სურვილით დაიბადა. ბელის პატენტამდე ტელეფონი ხმას ტელეგრაფის მსგავსი გზით გადასცემდა. ეს მეთოდი იყენებდა ვიბრაციას და სქემებს ელექტრული იმპულსების გასაგზავნად, მაგრამ ძირითადი მახასიათებლების გარეშე. 1876 წელს, ბელის საპატენტო განაცხადის შემდეგ, უნგრელმა ინჟინერმა ტივადარ პუშკაშმა Tivadar Puskás შესთავაზა სატელეფონო კომუტატორი, რამაც სატელეფონო სადგურების და საბოლოოდ ქსელების ფორმირებას შეუწყო ხელი. საკომუნიკაციო საშუალება პირველ რიგში სახელმწიფო სამსახურებში და თავდაცვის ობიექტებში იყო აუცილებელი, ისევე როგორც გემებზე სადაც მათი მთავარი მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ითვლებოდა. დღესდღეობით ტელეფონის ფუნქცია უპირველესად ურთიერთობის საშუალებაა, რომელიც აბათილებს დროსა და მანძილს. ამ მასშტაბებამდე მოსასვლელად მოწყობილობამ რამდენიმე გამომგონებლის ხელში გაიარა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერებისა და ტექნიკოსების კორექტირებას გაუძლო და გარკვეული დროით ფუფუნების საგნად იქცა.
ტელეფონის მთავარი ელემენტებია გადამცემი და მიმღები - მიკროფონი სასაუბროდ და ყურსასმენი, რომელიც აღიქვამს ხმას შორ დისტანციაზე. ამას გარდა მას ჰქონდა ციფერბლატი სასურველი ნომრის ასაკრეფად და ხმა, რომელიც შემომავალ ზარს გვამცნობს. მიმღები და გადამცემი, საუბრის დროს ყურთან და პირთან არის დაკავშირებული. ციფერბლატი შეიძლება განთავსდეს ტელეფონზე ან საბაზო ერთეულზე, რომლებთანაც არის დაკავშირებული მოწყობილობა. გადამცემი გარდაქმნის ხმის ტალღებს ელექტრულ სიგნალებად, რომლებიც იგზავნება სატელეფონო ქსელის მეშვეობით მიმღებ ტელეფონში. პირველი ტელეფონები პირდაპირ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან ერთი ოფისიდან მეორემდე.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, Bell's მოდელი 202 გამოჩნდა, რომელმაც ყველაზე დიდხანს იარსება. ნახშირბადის გრანულების გადამცემი და ელექტრომაგნიტური მიმღები გაერთიანდა ერთ ჩამოსხმულ პლასტმასის სახელურში, რომელიც საკიდზე იყო მოთავსებული გამოყენებამდე.
2005 წლის იანვრისთვის იაპონიასა და სამხრეთ კორეაში სატელეფონო აბონენტების 10%-მდე ციფრულ სატელეფონო სერვისზე გადაერთო. ტექნოლოგიამ შექმნა ახალი ინდუსტრია, რომელიც მოიცავს VoIP კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს და ბიზნესს. მოხსენებული გლობალური VoIP ბაზარი 2021 წლის ოქტომბერში $85.2 მილიარდი იყო, პროგნოზით $102.5 მილიარდი 2026 წლისთვის.
2002 წელს მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 10% იყენებდა მობილურ ტელეფონებს და 2005 წლისთვის ეს პროცენტი 46%-მდე გაიზარდა. 2009 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში სულ თითქმის 6 მილიარდი მობილური და ფიქსირებული ტელეფონის აბონენტი იყო. მასში შედიოდა 1,26 მილიარდი ფიქსირებული და 4,6 მილიარდი მობილური აბონენტი.