"საქმესთან გამკლავების ხელოვნება" - დევიდ ალენის წიგნი. სახელმძღვანელო, რომლითაც მსოფლიოს არაერთი უდიდესი კომპანია სარგებლობს. წიგნი, დროის მართვასა და საკუთარი პროდუქტიულობის ამაღლებაზე. მუდმივი სტრესი, ბევრი საქმე, უამრავი საზრუნავი, დროის დეფიციტი - 21 საუკუნის აქტუალური პრობლემა, რომელიც თითქმის ყველას აწუხებს. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას იძლევა დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება, რომელიც პირველად 2001 წელს გამოიცა. ამ წიგნით, 55 ქვეყნის უნივერსიტეტებში ალენის თეორიები ისწავლება. მსოფლიოს მაშტაბით გაყიდულია 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. წიგნი 2015 წელს განახლდა და გამოიცა, სწორედ განახლებული ვერსია ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე, რომლის გაცნობაც მკითხველს 2015 წლიდან შეუძლია.