"ვერ მოხერხდა ჩემი პარტიიდან დისტანცირება, ხოლო პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა ჩავარდა, საქმე გვაქვს პარტიისთვის ზიანის მიყენების აშკარა მცდელობასთან", - ასეთ შეფასებას აძლევს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის მიერ ცესკოში შეტანილ მოთხოვნას, რათა საპარლამენტო სიიდან პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამოიღონ. აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.