ივნისის შუა რიცხვებიდან ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები გახდება ცნობილი. გაზის ტარიფის ზრდის მიმართულებით კორექტირებას ენერგეტიკის მინისტრი არ გამორიცხავს. სემეკში კი აცხადებენ, რომ კომისიის აპარატში საკითხზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.
ექსპერთთა ნაწილი გაზის სავარაუდო გაძვირებას აპროტესტებს. ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ექსპერტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ გაზის ტარიფის მოსალოდნელ ზრდას ლოგიკური წინაპირობები აქვს. მისივე განმარტებით, ბუნებრივი აირის გაძვირება მოგვიანებით სამომხმარებლო ფასებზეც აისახება.ყაზტრანსგაზმა, სოკარმა, საქორგაზმა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მარეგულირებელ კომისიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით თებერვლის ბოლოს მიმართეს.