პრეზიდენტის არჩევის წესი, საკონსტიტუციო ცვლილებები, ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, რუსული საფრთხეები, ოკუპირებული ტერიტორიები, სახელმწიფო უსაფრთხოება და სტრატეგია, რეფორმები სხვადასხვა სფეროში, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და მედიის თავისუფლება. ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რაზეც პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას აქცენტები გააკეთა. მარგველაშვილმა მმართველი გუნდი გააკრიტიკა და აღნიშნა რომ პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, ან ყოფილი პრემიერის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
იხილეთ:
"პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული" - მარგველაშვილიპრეზიდენტი პარტიებს - "მოძებნეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები"