სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის. იგივე ელის ყველას, ვინც სისტემას შეეწინააღმდეგება, - ეს სკანდალური განცხადება მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას გააკეთა. როგორც ის ამბობს დამნაშავე რომ იყოს, პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდებოდა და ოჯახს, კარიერას არ გაწირავდა. მან თავის საბოლოო სიტყვაში ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ აცხადებს საქმის ერთადერთი მოწმე, რომ მას ნარკოტიკული საშუალება გადასცა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ირაკლი ქორიძის საქმეზე შესაძლოა, გადაწყვეტილება გამოაცხადოს. მსახიობი ბახალა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანაშია ბრალდებული.
იხილეთ:
"ბახალას" განაჩენი ცნობილია - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე?