ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღებისთვის წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი დააკავეს. გიორგი ხუციშვილი საკუთარ სახლში, სპეციალურად მოწყობილი დანადგარის საშუალებით და ფერადი ლიოთონების შენადნობების გამოყენებით, ერთი ლარის ნომინალური ღირებულების მქონე ყალბ მონეტებს ამზადებდა, რომელსაც შემდეგ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით ასაღებდა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავა. მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.