სახლმუზეუმი ქართული ჩაის უცნობი ისტორიებით - Palitra News

სახლმუზეუმი ქართული ჩაის უცნობი ისტორიებით

2022-02-01 09:54:47+04:00

საქართველოში ჩაის კულტურა და წარმოება,რომ არ მივიწყებულიყო კერძო ინიციატივით 2014 წელს შოთა ბითაძემ ქართული ჩაის მუზეუმი გახსნა.

ჩაის შესახებ არტეფაქტები წარმოდგენილია ექსპოზიციის სახით, აქ შეხვდებით რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის პერიოდის ჩაის შეფუთვებსა და სხვადასხვა ექსპონატებს, რომელიც ჩაის განვითარების ისტორიას გვიყვება. პირველი უმთავრესი ჯილდო, რაც ქართულმა ჩაიმ აიღო ეს არის 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე აღებული ოქროს მედალი, რომელიც წარმოდგენილია მუზეუმში. ამავე წელს ჩინელმა ლიუ ჭოუმ ჩაის წარმოებისთვის ბათუმში ვერცხლის მედალი აიღო, აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში 32 წელი მოღვაწეობდა და მისი ჩაის ექსკლუზიურ შეფუთვებსაც იხილავთ სახლმუზეუმის სივრცეში.

გარდა ამ ექსპონატებისა ნახავთ, პატარა ბიბლიოთეკას,ასევე ჩაის პირველ კოლოფებს,რომელთაც აწერია ქართული, თუმცა აღსანიშნავია,რომ ადრე მას მოიხსენიებდნენ, როგორც პოპოვის რუსულ ჩაის კავკასიიდან.

მისი წარმოება საქართველოში ნელ-ნელა განვითარდა და 2006 წლიდან უკვე გვაქვს ქართული ჩაის ხაზი.

მუზეუმში ჩაის გარდა წარმოდგენილია მასთან დაკავშირებული პროდუქტები, რომელსაც აწარმოებენ ბიოფერმები მათ შორისაა: მშრალი ხილი, შაფრანი, თაფლი, ღვინო, ჩაის თესლის ზეთი და სხვადასხვა სამკურნალო ბალახი.

თითოეული ადამიანისთვის შესაძლებელია ჩაის დეგუსტაცია და ქართული წესით მისი დაყენების მეთოდის გაცნობა, რომლის პირველი პრეზენტაცია 2017 წელს გაიმართა.

ეს არის სივრცე, რომელიც ინახავს ქართული ჩაის მრავალწლიან ისტორიას და ცდილობს განავითაროს მისი წარმოების მეთოდები.