ულტრა მობილური სახლები, ეს ახალი სიტყვაა სამშენებლო ინდუსტრიაში. კომპანიამ Ten Fold Engineering შეიმუშავა ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით კონსტრუქცია თავისით იხსენბა და იწყობა. როგორც ამბობენ, მექანიზმი სულ რაღაც 10 წუთში თავისით იშლება და იკეცება. იდეის ავტორების თქმით, ადამიანებს უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ ააწყონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები გემოვნებისამებრ. კომპანია რამდენიმე ტიპის ასაწყობ სახლს და მანქანას სთავაზობს მომხმარებელს: სანაპიროს კოტეჯი, პროდუქტების სატვირთო მანქანა, საოფისე სივრცე. სტრუქტურა იშლება და იკეცება აკორდეონის პრინციპით. შესაბამისად, თქვენ კონსტრუქციის წაღება და აწყობა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს არის მომავლის არქიტექტურა, რომელიც საშუალებას გაძლევთ წუთებში ააწყოთ და დაშალოთ საკუთარი სახლი თუ მობილური მაღაზია ნებისმიერ ადგილას.
სტრუქტურის გადატანა შეიძლება სტანდარტული გადამზიდი მანქანაით. კომპანიის თქმით, სივრცე აღჭურვილია საჭირო ნივთებით და ავეჯით. გარდა ამისა, რამდენიმე შენობის ერთმანეთთან დაკავშირება და დაშენებაა შესაძლებელია. Ten Fold-ის მტკიცებით, შენობას არ ჭირდება არანაირი საძირკველი და მისი დადგმა შეიძლება უსწორმასწორო და დაქანებულ ადგილას.