გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა კომპანია Ten Fold Engineering-მა შექმნა სტრუქტურა, რომელსაც სატვირთო მანქანიდან სრულად ფუნქციონალურ შენობად გადაქცევა სულ რაღაც 10 წუთში შეუძლია. მარტინი ამ პროექტის არქიტექტორია 25-წლიანი გამოცდილებით, Ten Fold-ის პროდუქციის შესაქმნელად მისთვის შთაგონების წყარო 4 შვილი გახდა, რადგან ისინი ბრიტანეთში ბინის ქირაში საკმაოდ დიდ თანხას იხდიდნენ, სადაც 1-საძიანებლიანი ბინის დასაქირავებლად საშუალო ღირებულება 1600 დოლარია თვეში. ახალი სისტემა სახლს საშუალებას აძლევს თავისი თავი თვითონვე შექმნას - ერთადერთი რაც ამ მექანიზმის მფლობელმა უნადა გააკეთოს, არის ღილაკზე თითის დაჭერა. კომპანიის განმარტებით, კომპაქტური სტრუქტურის შიგნით ოთახიც კი არის, სადაც ავეჯის მოთავსება არის შესაძლებელი. გახსნის დროს ის არსებული ტრანსპორტის ზომას სამჯერ აღემატება და თითქმის 200 კვადრატულ მეტრს შეადგენს სრულად გაშლისას. კონსტრუქციას შეიძლება მრავალი გამოყენება მოეძებნოს, ეს შეიძლება იყოს მოძრავი სკოლა ან გადასატანი კლინიკა, ისევე როგორც საცხოვრებელი მიგრანტებისთვის, ან მოგზაურობის მოყვარული ოჯახის სახლი აფრიკაში.