ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულების ნაწილის განცხადებით, ისინი ნივთების გამოსატანად დღეს შევლენ. როგორც ზემო ფონიჭალის #23 კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ნინო ლოლაძემ განაცხადა, დაზარალებულების ნაწილმა გუშინ მოახერხა შესვლა, ხოლო მეორე ნაწილი დღეს შევა. მისივე თქმით, დაპირდნენ, რომ თუ მათი ბინები საცხოვრებლად ვარგისი არ იქნება, ბინებით დაკმაყოფილდებიან.