იტალიაში 1968 წლის მიწისძვრის შემდეგ მიტოვებული ქალაქი პოჯორეალე ტურისტებისთვის საუკეთესო მიმართულებად გადაქცევას აპირებს. მერიამ უკვე დაიწყო ზრუნვა ქალაქის განვითარებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად. უწყებას სურს, ქალაქიდან წასული ადამიანები უკან დააბრუნოს, ამიტომ სურს, ზოგიერთი სახლი მხოლოდ ერთ ევროდ გაიყიდოს.
მერიას სურს, პოჯორეალე შვებულების გატარების მსურველებისთვის საუკეთესო ადგილად აქციოს. ქალაქის აღდგენის ფარგლებში ტერიტორიაზე ბარები და რესტორნებიც აშენდება.