კორეაში დაამზადეს ინოვაციური სახის კანის მოვლის საშუალება სახელად UFO. როგორც ამბობენ, ხელსაწყო აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიასა და ესთეტიკას, რომელიც კანის დაბერებას ანელებს და ნაოჭებს ებრძვის. ხანგრძლივი პროცედურებისგან განსხვავებით მას სულ რაღაც 90 წამი სჭირდება. იდეის ავტორების თქმით UFO ჩაანაცვლებს ყველა ტრადიციულ სახის ნიღაბს და თავის მოვლის საშუალებებს. სახის მასაჟორი გლუვად ამასაჟებს სახის კანს და საცხს ღრმად უშვებს ფორებში, შესამაბისად კანი გაცილებით ეფექტურად იწოვს ყველა საჭირო ნივთიერებას . მოწყობილობას აქვს სხვადსხვა ფუნქცია და რეჟიმი. მისი გრილი და თბილი რეჯიმი უზრუნველყოფს ფორების ადვილად გახსნას და დახურვას, კანი კი მაქსიმალურად ტენიანდება. გარდა ამისა მასაჟორი აერთიანებს ბგერით პულსაციებს და დიოდური ნათების თერაპიას. შედეგად თქვენ სახლის პირობებში იღებთ დამამშვიდებელ და ეფექტურ სპა თერაპიას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხელსაწყო იცავს კანს დაბერებისგან და ნაოჭების გაჩენისგან. ის ხელ უწყობს კოლაგენის გამოყოფას, რაც კანის ელასტიკურობას და სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხელსაწყოში თავსდება კანის საცხი, რომელიც მასაჟორის საშუალებით გაცილებით ღრმად აღწევს კანის ფენებში. ხელსაწყოს მოყვება თავისი სახის ნიღაბი, თუმცა სხვა ნებისმიერი დამატენიანებელი ესენციის გამოყენებაც არის შესაძლებელი. ხელსაწყო შეისწავლის თქვენი კანის მდგომარეობას და მობილური აპლიკაციის მეშვეობით გასწავლით როგორ მოუაროთ სახეს.