სახის კანის დიაგნოსტიკა და პროფესიონალური წმენდაგაზაფხულზე სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. განსაკუთრებით ზამთარის ცივი დღეების შემდეგ, როცა ირღვევა სახის კანის დამცავი შრე, რის გამოც კანი ადვილად იღებს ტრავმას, დასუსტებული კანი კი სათუთ და კვალიფიციურ მოვლას საჭიროებს. მიუხედავად არაერთი სპეციალური კოსმეტიკური მოვლის საშუალებებისა, მათი გამოყენების წინ, აუცილებელია დაადგინოთ თუ რომელი სახის მოვლის საშუალებაა თქვენი კანისთვის მიზანშეწონილი, რათა თქვენი სახე გამოიყურებოდეს ჯანსაღად, ამისთვის კი აუცილებელია ვიზიტი კვალიფიციურ კოსმეტოლოგთან და სახის კანის ტიპის დადგენა. სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრ "ლუქში" სახის კანის ტიპის კლასიფიკაცია და პრობლემების განსაზღვრა შესაძლებელია როგორც ქალბატონებისთვის , ასევე მამაკაცებისთვის . სპეციალური სადიაგნოსტიკო აპარატის მინიმალურ დროში განსაზღვრავს თუ რა სახის მკურნალობა სჭირდება თქვენს კანს. აპარატი ადგენს თქვენი კანის რეალურ ასაკს,ამოწმებს ფორების, კანქვეშ არსებული პიგმენტური ლაქებისა და ბაქტერიების არსებობას.ცენტრში ასევე განთავსებულია თანამედროვე კოსმეტოლოგიური კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია სახის წმენდის უახლესი აპარატით. სახის კანის დიაგნოსტიკის შემდეგ, შესაძლებელია შესაბამისი სამკურნალო პროცედურების ჩატარება და სასურველი შედეგის მიღება. ქალბატონები არაერთი საუკუნეა ეძებენ სწორ გზებს იდეალური სახის კანის შესანარჩუნებლად.სიმალამაზისა და ესტეტიკის ცენტრ „ლუქში“კვალიფიციურ კოსმეტოლოგთა დახმარებით დაგეგმავთ სწორ მკურნალობას და გარანტირებულად გადადებთ სიბერეს მრავალი წლით.