17:49
22 აგვისტო, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა და დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული" - ოჯახის ახალი ვერსია ქობულეთში 17 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე
16-12-2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მცხოვრები 17 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ოჯახი ახალ ვერსიაზე საუბრობს.

გაუჩინარებულ ბიჭს უკვე მეათე დღეა ეძებენ და როგორც მისი და, თეონა დოლიძე ამბობს, მოზარდი ძალადობის მსხვერპლია, ამიტომ გამოძიება სწორედ ამ კუთხით უნდა მუშაობდეს.

როგორც თეონა დოლიძე ამბობს, მისი ძმა 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, "თუმცა იქამდე არ მისულა, ქალაქში ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს". თავდაპირველად ოჯახი ბიჭის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპს" უკავშირებდა, თუმცა, როგორც ახლა ამბობენ, მოზარდმა თანატოლებთან ერთად 2 დეკემბერს იქეიფა და სახლში ნასვამ მდგომარეობაში, სახის არეში დაზიანებებით დაბრუნდა. ოჯახი იმ პირების დეტალურად გამოკითხვას ითხოვს, რომლებმაც გაუჩინარებულ მოზარდთან ერთად 2 დეკემბერს იქეიფეს.

"ჩემი ოჯახი ხელს არავის არ ადებს. ბავშვი იყო ნაცემი და მისი გაუჩინარებაც სწორედ ამას უკავშირდება. ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია, ძალიან ბევრი გაურკვეველი ფაქტია. ჩვენებებში არ არის მითითებული, რომ გოგის გონება დაუკარგავს. ჩემი ძმა 2 დეკემბერს სახლში ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანეს, სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ამის დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული. 2 დეკემბერს გოგიმ კლასელებთან ერთად იქეიფა და 7 დეკემბერს გაუჩინარდა. გამოძიება დაიწყოს იმ კუთხით, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია.

თავდაპირველად ჩემი ძმის გაუჩინარებას "ლურჯ ვეშაპს" ვუკაშირებდით, თუმცა პოლიციამ გადაამოწმა და ჩემი ძმა აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირებული არ არის. 2 დეკემბერს ვისთან ერთადაც იქეიფა ჩემმა ძმამ იმ ადამიანების დაკითხვას ვითხოვ. პოლიციას ვუთხარი, ქეიფის დღეს მომხდარი ფაქტის დეტალები. სახეზე იმდენი დაზიანება ჰქონდა ერთი დაცემით როგორ შეიძლება მომხდარიყო? ჩვენ ფაქტები ხელთ გვაქვს და გამოძიებას ვითხოვთ, პოლიციის მხრიდან რეაგირება თუ არ იქნება, სხვა ზომებს მივიღებთ", - აცხადებს თეონა დოლიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში 17 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მარიკო კეკელიძე

AutoPlay
სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია - ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთვება
გამოქვეყნდა 41 წუთის წინ
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას 500 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
ბოლივიაში ხანძრის შედეგად 500 000 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა
გამოქვეყნდა 59 წუთის წინ
ზახაროვა: მოსკოვი ზელენსკისგან სიგნალების გამოგზავნას რეალურ ცხოვრებაში და არა სოციალურ მედიაში ელოდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ბათუმში ცათამბჯენების მშენებლობის საკითხის განხილვა საკრებულოში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები