საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ქალთა საფეხბურთო კლუბს "თბილისის თბილისი" უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალთა კლუბის 19-წლამდე წევრები საქართველოს ქალთა მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობენ და ამჟამად პირველ ადგილს იკავებენ.
სპორტსმენებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს, მაკა ჩიჩუას საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სპორტულ ასპარეზობებთან დაკავშირებით ესაუბრნენ. როგორც კლუბის ხელმძღვანელმა მაკა ჩიჩუასთან შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო 2020 წელს 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეხვედრის დასასრულს სპოტსმენმა გოგონებმა პირველ ლედის სახელობითი მაისური უსახსოვრეს.