2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის ნაშთი 3 მილიარდ 439 მილიონ 279 ათას ლარს შეადგენს, რაც იანვრის მონაცემთან შედარებით 235 მილიონ 400 ათასი ლარით მეტია.
2019 წლის იანვარში სახელმწიფოს შიდა ვალი 3 მილიარდ 203 მილიონ 876 ათას ლარს შეადგენდა. ივლისის მდგომარეობით სახაზინო ფასიანი ქაღალდების ვალის ნაშთი 3 მილიარდ 24 მილიონ 488 ათას 600 ლარს შეადგენდა, სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კი 410 მილიონ 846 ათას ლარს.
ცნობისათვის, საშინაო სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი ეროვნული ვალუტითაა გამოსახული. იგი წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით წარმოიქმნება.