ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 14 პირი პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვადასხვა პერიოდში დაამზადეს 1997-1998 წლებით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად, მათ სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთები. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების ღირებულება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს.