ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოს მიმართა და მოუწოდა არამნიშვნელი მოწმეების დაკითხვით როგორც მისი ასევე სასამართლოს დრო არ დაკარგოს. გამარჯვებული საქართველოსთვის ლიდერმა აღნიშნა, რომ 5 თვეა სახელმწიფოს ხაერჯზე ცხოვრობს. ამასთან ოქრუაშვილმა მისი მდგომარეობის დემონსტრირებისთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა და აღნიშნა, რომ პატიმრობამდე წნევა 150 ჰქონდა, ახლა კი 110 აქვს. 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას 400-მე მოწმე ჰყავს დასაკითხი. სწორედ, არამნიშვნელოვანი მოწმეთა მოხსნა მოითხოვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.