სახელმწიფომ უნდა დაანებოს თავი ილუზიას, რომ ის უკეთესად მართავს, ვიდრე კერძო სექტორი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს და ჯანდაცვის სფეროს შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. გიორგი ქადაგიძის თქმით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა რომ ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანაა, ეს უდავოა, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობა შინაარსიდან გამომდინარე ყოველთვის რთულია თემით სპეკულაციისა და პოპულიზმის გამო.