სახელმწიფომ საკარანტინო სივრცეში 8 თვეში 54 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. შესაბამისი ინფორმაცია პალიტრანიუსმმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გამოითხოვა.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საკარანტინო სივრცისთვის ქვეყნის მასშტაბით სულ 211 სასტუმრო ფუნქციონირებს სადაც 10 მარტიდან დღემდე 54 018 248.2 ლარია დახარჯული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ამ ხნის მანძილზე საკარანტინო მომსახურება გაუწიეს 112,762-მდე ადამიანს. მათივე ცნობით, 2020 წლის 10 მარტიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში გამოვლინდა კოვიდ ინფიცირების 636 დადასტურებული შემთხვევა.
კარანტინის პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული 3,580 ადამიანზე მეტი.