სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი ნახეს - Palitra News

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი ნახეს

2020-05-02 15:24:51+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი ნახეს.

"ვადასტურებთ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სუს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.