სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად სააგენტოს ხელმძღვანელი ტანსაცმლის სფეროში დასაქმებულ მომწოდებლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ხარვეზებისა და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ ისაუბრეს.