სახელმწიფო შესყიდვა, რომელშიც მხოლოდ „ბილაინი“ მონაწილეობდა, შეწყდა. საუბარია, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე გამოცხადებულ ტენდერზე, რომელშიც წინადადება მხოლოდ შეპესე „ვიონი საქართველომ“ ანუ ბილაინმა წარადგინა.
როგორც სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, შესყიდვის შეწყვეტის მიზეზი მხოლოდ ერთი პრეტენდენტის არსებობა გახდა.
შეგახსენებთ, რომ ტენდერი 1-ელ მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 6 მარტს დასრულდა. ცნობისთვის, გასულ წელს გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერშიც თავდაპირველად მხოლოდ შპს „ვიონი საქართველო“ მონაწილეობდა. მაგრამ მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის გამო სატენდერო კომისიამ ტენდერი შეწყვიტა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა თავიდან გამოცხადდა. საბოლოოდ, გასულ წელს ტენდერში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებულად გამოცხადდა. ეს კომპანიები იყო: „მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ვიონი საქართველო“.