სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე არასამთავრობოების ბრალდებას, რომ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმეში პირადად არის ჩართული, არასერიოზულს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მესამე სექტორს სასამართლოში უჩივლოს. როგორც გიორგაძე ამტკიცებს, იმ დღეებში, როცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, პირადობების გაყალბების საკითხზე თათბირი გაიმართა, საქართველოში არ იმყოფებოდა. გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გუშინ პროკურატურაში გამოიკითხა. გიორგაძე გამომძიებლების შეკითხვას რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა