შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს. დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები - 1975 წელს დაბადებული და 1970 წელს დაბადებული პირები არიან. ისინი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ვალეს გამშვებ პუნქტზე ცდილობდნენ.