უახლესი მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ღვინის საწარმომ ყურძნის მიღება სტიქიიდან მეორე დღესვე, კახეთის რეგიონის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში 3 ლოკაციაზე დაიწყო.სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. ყურძენი ღვინის საწარმოებს 300-მდე მევენახემ ჩააბარა.
ამასთან, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის