სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს დღეს უყრიან კენჭს. სხდომაზე ჩატარდება კენჭისყრები საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის რედაქციასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის გადასინჯვის პროექტის რედაქციასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბერის დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში სამ ეტაპიანი შეხვედრები გამართა. ოთხი თვის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებზე კონსტიტუციის თავებისა და მუხლების დეტალური განხილვა-რედაქტირება დისკუსიის და დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა.ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტს კომისიის წევრები 22 აპრილს უყრიან კენჭს. მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინებათ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ოთხ თემატურ ჯგუფს მოიცავს.