სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს კენჭს 22 აპრილს უყრიან.სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილულ საკითხებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებენ. მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინებათ.