ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2 მილიარდ 151 მილიონი დოლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 7 მილიარდ 825 მილიონ დოლარს ანუ დღევანდელი კურსით 26 მილიარდ 23 მილიონ ლარს შეადგენს. 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 5 მილიარდ 673 მილიონი დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 15 მილიარდ 832 მილიონი ლარი იყო. თვიურ ჭრილში კი სახელმწიფო საგარეო ვალი 35 მილიონ 484 ათასი დოლარით გაიზარდა, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით ვალის მოცულობა - 7 მილიარდ 789 მილიონი დოლარი იყო.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 906 მილიონ 425 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი მილიარდ 147 მილიონ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 723 მილიონ დოლარს აჭარბებს.