სახელმწიფო საგარეო ვალი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 105 მილიონი ლარით გაიზარდა. მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 13,441 მილიარდ (13 მილიარდ 441 მილიონი) ლარს გადააჭარბა. 31 აგვისტოს მონაცემებით კი ვალის მოცულობა 13, 336 მილიარდ (13 მილიარდ 336 მილიონი) ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი კი 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 328 385 000 (328 მილიონ 385 ათას) ლარს შეადგენს.