2018 წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 784 მილიონ 758 ათასი დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარში სახელმწიფოს საგარეო ვალი 4 მილიარდ 548 მილიონ 188 ათასი დოლარი იყო, გასულ თვეში კი ვალის მოცულობამ 5 მილიარდ 332 მილიონ 941 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მხოლოდ 2018 წლის იანვარს, ერთ თვეში საქართველოს სახელმწიფო ვალი 155 მილიონ 551 ათასი დოლარით გაიზარდა.