საქართველოს საგარეო ვალი ერთი წლის განმავლობაში 193 მლნ დოლარით გაიზარდა. თუ 2018 წლის ივლისის მონაცემებით, მთავრობას 5 მილიარდ 168 მილიონი დოლარის ვალი ჰქონდა, წელს ამ მაჩვენებელმა 5 მილიარდ 361 მილიონ დოლარამდე მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივნისთან შედარებით, ივლისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 77 მილიონი დოლარით შემცირდა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი; მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი.