მიმდინარე წლის 28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 14მილიარდ 677 მილიონ ლარს ანუ 5 მილიარდ 448 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, ADB-ის მიმართ ვალი 28 თებერვლის მდგომარეობით, 3 მილიარდ 93 მილიონ ლარზე მეტია; IDA -ს ვალი 2 მილიარდ 830 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს; ხოლო IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 2 მილიარდ 397 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.