2019 წლის 31 მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 14 მილიარდ 503 მილიონ ლარს გადააჭარბა. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან - აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი.
კერძოდ, მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის მიმართ ვალი 31 მარტის მდგომარეობით მილიარდ 35 მილიონ დოლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის მიმართ ვალი კი ერთ მილიარდ დოლარზე მეტია, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის კი სახელმწიფოს 900 მილიონ დოლარამდე მართებს.