მიმდინარე წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 12 მილიარდ 777 მილიონ ლარს ანუ 5 მილიარდ 169 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია; აზიის განვითარების ბანკი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი.
ცნობისთვის, 2017 წლის 31 მაისის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი 11 მილიარდ 519 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა.