ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოება 8 დეკემბერს გაიმართა. ცერემონიას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა უმასპინძლა.
როგორც ცნობილია, წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, 1 თვის წინ „საბას“ ჟიურიმ 33 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდნენ წლევანდელი გამარჯვებულები.