საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, ოთხი პირი პასუხისგებაში მიეცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ერთ-ერთი კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტების მიერ გაცემული იქნა ყალბი დასკვნები, თითქოსდა, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებთან. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.