"მწვანე სკოლის" მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას - ეს დასკვნა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოაქვეყნა.
სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, ხელმეორედ დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის დედა და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები უახლოეს მომავალში დასრულდება. სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ იგეგმება უფრო მეტი დეტალის გაჟღერება.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ, რომელმაც "მწვანე სკოლის" კედლებზე წარწერები გააკეთა, გამომძიებლების მიერ დაკითხვის პროცედურის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.