სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაია პარლამენტში მივიდა, სადაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრამდე თოლორაიმა მედიის კითხვებს უპასუხა მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება თითქოს ინსპექტორის სამსახური გამომძიებლის დასაკავებლად ბავშვის გარდაცვალებას ელოდებოდა. თოლორაიას განცხადებით მისი უწყება 24 საათიან რჟიმში მუშაობს. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ თვითდაზიანება მიიყენა დაღუპული მოზარდის მეგობარმაც.