საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა პარლამენტში. ღონისძიებაზე გამოიფინა ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. ადგილზე ასევე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმიდან და ბიბლიოთეკიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.