აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ პუტინის დისკუსიის წინ, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე.
მხარეები შეთანხმდნენ დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობაზე და უკრაინის სუვერენიტეტის სრულად აღდგენაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, ყირიმის ჩათვლით.