სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის პირადი დაცვის უკრაინიდან დეპორტაციას ადასტურებენ. როგორც სდსს-ში განაცხადეს, ექს-პრეზიდენტის შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის პირადი დაცვა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია, უკრაინულმა მხარემ ქვეყანაში, ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზების გამო არ შეუშვა. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის ვაჟი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ მშობლებს ჩაბარდა.
იხილეთ:
"ახლავე დამიბრუნეთ ჩემი შვილი!" - სააკაშვილის განცხადებით, მისი 11 წლის შვილი აეროპორტში დააკავეს
როგორც იქნა გადმომცეს ჩემი შვილი, გეგონება ბანდეროლი იყო - მიხეილ სააკაშვილი