სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.
ასეთი შინაარსის არის მუხლი, რომლის ასახვაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება.
შესაბამისად, პარტიებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშვათ, კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, პროექტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება.